Thumbnail
  • ბასკონია 86:77 პანათინაიკოსი
  • შენგელია - 16, ჯენინგი - 12

23 ნოემბერს ევროლიგის მე-9 ტურის მატჩში ბასკონიამ ვიტორიაში ბერძნულ პანათინაიკოსს უმასპინძლა და 86:77 დაამარცხა. ქართველ კალათბურთელთა გუნდმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ევროლიგის სეზონში სულ რაღაც მე-3 გამარჯვება იზეიმა და გუნდი მე-11 ადგილზეა, პანათინაიკოსი 5 გამარჯვებით საპლეიოფო ზონაში, მე-7 ადგილზეა.

თორნიკე შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო მეტ ჯენინგი შეცვლაზე შევიდა. შენგელიამ 28:19 წუთში გუნდს 16 ქულა მოუტანა, მის ანგარიშზეა 7-7 მოხსნა და პასი, ასევე 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი. შენგელიას წინააღმდეგ ბერძნები 8-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად ქართველ კაპიტანს კი სამი პერსონალური ფოლი დაუგროვდა, მან სამჯერ დაკარგა ბურთი. 26 მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ბასკონიას MVP გახდა. 

ჯენინგმა ბასკონიას 12 ქულა მოუტანა

მეტ ჯენინგმა 26:31 წუთში 12 ქულა ჩააგდო, მის ანგარიშზეა 3 პასი და 1 ჩაჭრაც (11 მარგი ქმედების კოეფიციენტი). 

პანათინაიკოსს კიტ ლენგფორდის ბრწყინვალე თამაშმაც ვერ უშველა, მან გუნდს 33 ქულა შესძინა. 
30 ნოემბერს ბასკონია ეფესს ესტუმრება სტამბოლში. 

შენგელია: აუცილებლად უნდა მოგვეგო

თორნიკე შენგელიას 16 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი

თორნიკე შენგელია: "ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. არა მარტო სატურნირო მდგომარეობის გამო, არამედ, ფსიქოლოგიურად გვჭირდებოდა სტიმული, მით უფრო შინ. ამ მოგებით ჩვენ ყველას ვაგრძნობინეთ რომ აქ, საკუთარ კედლებში ჩვენი დამარცხები უძნელესია და ჩვენ ასევე ვაპირებთ თამაშს სტუმრადაც". 

კომენტარები

ბოლო ამბები