Thumbnail

კურიოზი ევროლიგაში - თავით ჩაგდებული ბურთი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ევროლიგის მე-8 ტურში ხიმკიმ ბუდუჩნოსტს უმასპინძლა და მეტოქეს 16 ქულის სხვაობით, 85:69 მოუგო. რუსული კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი განსაკუთრებით ერთმა ეპიზოდმა გაამხიარულა, როდესაც ბოსტმა სტეფან მარკოვიჩს ბურთი პერიმეტრზე გაუტანა, ამ უკანასკნელმა კი იმის ნაცვლად რომ ესროლა, გადაცემა გააკეთა ჯორდან მიკის მიმართულებით. მიკი გადაცემას არ ელოდა, ბურთი თავში მოხვდა და ფარში ისე ჩავარდა.

ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა ეს ეპიზოდი მე-8 ტურის TOP 10 მომენტშიც შეიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები