Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების თავკაცმა ტონგასთან მომავალ მატჩზე ისაუბრა
  • როგორ ტაქტიკას აირჩევს ტონგასთან ახალზელანდიელი სპეციალისტი 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტონგასთან ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს. მატჩი 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიამართება და 18:00-საათზე დაიწყება,

მილტონ ჰეიგმა ნაკრებში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, 'ბორჯღალოსნებმა' მატჩამდე ერთი დღით ადრე კაპიტნის ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შემადგენლობის ცვლილებაზე, მოსამზადებელ პერიოდსა და ხმალაძე-კვირიკაშვილის პოზიციებზე ისაუბრა.

მილტონ ჰეიგი: "სამი კვირაა, შეკრებაზე ვართ და მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. აუცილებლად უნდა გავითავისოთ ის სათამაშო სტილი, რასაც ტონგას ნაკრები შემოგვთავაზებს.

ტონგა მსოფლიოს სარაგბო სამყაროში გამორჩეულია, როგორც ფიზიკურად ძლიერი გუნდი. შესაძლებელია, რომ ხვალ ბურთი არც გაიშალოს და თამაშში მრავლად იყოს ახლო დარტყმები. სწორედ ამიტომ, შეცვლაზე 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშე გვყავს გარდა ამისა, მესამე ხაზის ახალგაზრდა ბიჭებმა განვლილ ორ შეხვედრაში მოედანზე დიდი დრო გაატარეს და ესეც გავითვალისწინეთ.

ხმალაძემ წინა მატჩი 15 ნომერზე დაიწყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის ამ ამპლუის მოთამაშე არაა, თუმცა გვსურს, რომ სხვადასხვა პოზიციებზე სიღრმეები შევქმნათ. მერაბ კვირიკაშვილი თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება, მას ფულბეკის გარდა 10 ნომერზეც შეუძლია თამაში და ფრთაზეც'.

კომენტარები

ბოლო ამბები