Thumbnail

ინგლისში ქალი ფეხბურთელები იჩაგრებიან! Football Leaks-ის ახალი ინფორმაცია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინგლისში ქალი და მამაკაცი ფეხბურთელები არათანაბარ პირობებში არიან?
  • შპიგელმა Football Leaks-ის ახალი ინფორმაცია გაავრცელა

ინგლისში ქალი ფეხბურთელები, მამაკაცებისგან განსხვავებით, სისტემატიურად იჩაგრებიან. ამის შესახებ გერმანული გამოცემა “შპიგელი” ისევ Football Leaks-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირკვევა, იქ ქალთა ფეხბურთში სხვანაირი წესებია - ოღონდ, უშუალოდ საფეხბურთო წესები არ იგულისხმება. მაგალითად, ინგლისის ქალთა უმაღლეს ლიგაში შესაძლებელია, მოთამაშე გუნდიდან გაუშვან იმ შემთხვევაში, თუ 3 თვეზე დიდხანს იქნება ავად, ან ტრავმირებული. მამაკაცი ფეხბურთელების შემთხვევაში კი ეს ვადა 18 თვეა.

Football Leaks ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას იმაშიც ამხელს, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში, ქალი ფეხბურთელები გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მამაკაცები. კონკრეტულად: სტანდარტული კონტრაქტის მიხედვით, ქალი ფეხბურთელი ავად გახდომის, ან ტრავმის მიღების შემდეგ, ხელფასს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მიიღებს. კაცებს კლუბები მსგავს შემთხვევაში სრულ ხელფასს 18 თვის მანძილზე უხდიან, მერე კი ნახევარს - გამოჯანმრთელებამდე.

კომენტარები

ბოლო ამბები