Thumbnail

ჩელსის უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გააგრძელა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსიმ მსოფლიოს ჩემპიონს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა
  • ნ’გოლო კანტე ლონდონურ კლუბში დიდხანს დარჩება

ნ’გოლო კანტე ჩელსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ლოგიკურია, რომ ლონდონელებს მისი დაკარგვის ძალიან ეშინიათ. სწორედ ამიტომ, ჩელსიმ 27 წლის ფრანგს კონტრაქტი ნაანდრევად გაუგრძელა. მსოფლიოს ჩემპიონმა ლონდონურ კლუბს თავისი ბედი 2023 წლამდე დაუკავშირა.

კანტე ჩელსიში 2016 წელს, ინგლისის მაშინდელი მოქმედი ჩემპიონიდან, ლესტერიდან გადავიდა. 2017 წელს ლონდონელები ინგლისის ჩემპიონები გახდნენ, რაშიც კანტემ უდიდესი წვლილი შეიტანა. გასულ ზაფხულს საყრდენმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

“ჩელსიში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის კლუბი, სადაც უნდა ვთამაშობდე. აქ ორი ბრწყინვალე წელი გავატარე და იმედი მაქვს, რომ ამ კლუბში კიდევ ბევრი ასეთი წელიწადი მექნება. მას მერე, რაც ჩელსის ფეხბურთელი გავხდი, პროგრესი განვიცადე და ისეთი ჯილდოები მივიღე, რომელთა დამსახურებასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. მიყვარს ეს ქალაქი, ეს გუნდი და მიხარია, რომ აქ ვრჩები!” - განაცხადა კანტემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები