Thumbnail
  • 2018 წელს გიორგი პაპუნაშვილი ვერ ითამაშებს
  • სარეაბილიტაციო პერიოდმა ცუდად ჩაიარა

diario aragones-ის ინფორმაციით, სარაგოსას ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპუნაშვილი წელს ვეღარ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ტრავმირებულია და მას 28 სექტემბრის მერე ფეხბურთი არ უთამაშია.

პაპუნაშვილს ძვლის შეშუპება აქვს მარცხენა კოჭთან და ის თანაგუნდელებთან ერთად ვერ ვარჯიშობს. სარაგოსას თავკაცმა ლუკას ალკარასმა განაცხადა, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პაპუნაშვილი კიდევ ერთ თვეს ვერ შეძლებს ვარჯიშს. 

ქართველმა ლეგიონერმა სექტმებრის ბოლოს ალბასეტესთან მატჩში მიიღო კოჭის ტრავმა. მან კლინიკაში სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა, მაგრამ ექიმთა დასკვნით შედეგი არ არის სახარბიელო. გიორგი კვლავ გრძნობს ტკივილს, რის გამოც ის ვერ ვარჯიშობს. 

პაპუნაშვილს შარშან სარაგოსაში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მან ლა ლიგა 2-ში 7 გოლიც გაიტანა, ხოლო მისი გუნდი ლა ლიგაში გადასვლათან ახლოს იყო. ამ სეზონში გიორგიმ მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები