Thumbnail

რაჯა ნაინგოლანი: ბელგიის ნაკრებში არასდროს დავბრუნდები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინტერის ნახევარმცველი ბელგიის ნაკრებზე უარს ამბობს
  • აზრს მაშინაც არ შეიცვლის, თუ რობერტო მარტინესს მოხსნიან

ინტერის ბელგიელმა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის არასდროს დაბრუნდება ბელგიის ეროვნულ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა რაჯა მუნდიალს მიღმა დატოვა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა ნაკრების წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

რაჯა ნაინგოლანი (ინტერი): “დიდი სურვილი მქონდა, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთამაშა, მაგრამ განაცხადს მიღმა დავრჩი. ჩემი აზრით, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან რომაში მაღალ დონეზე ვთამაშობდი და ვიმსახურებდი ნაკრებში ყოფნას. შემდეგ იყო თავის მართლება და ბიდიშები, მაგრამ ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ბელგიის ნაკრებში მწვრთნელიც რომ შეიცვალოს, იქ მაინც არ დავბრუნდები. ისე კი, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მათ გულშემატკივრად ვრჩები”. 

კომენტარები

ბოლო ამბები