- ტოჩინოშინმა ტაკანოივა კოშიკუდაკეს ილეთით დასცა
- გაგამარუმ ვაკამოტოჰარუს ძლევით ბაშო დაასრულა
23 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე ბაშოს მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-6 მაეგაშირა ტაკანოივას შეხვდა და კოშიკუდაკეს ილეთით იმარჯვა. ტოჩინოშინს 7-6 ბალანსი აქვს და დადებითი ბალანსის დასაბევებლად ერთი მოგებაც ყოფნის დარჩენილ ორ ორთაბრძოლაში.
ტოჩინოშინი ბაშოს ბოლოსწინა დღეს სეკივაკე მიტაკეუმის ხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს - 5:3.
მაკუშიტას დივიზიონის პირველმა ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ბაშოზე ბოლო ორთაბრძოლა გამართა, ის მე-7 ნომერ ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით იმარჯვა. ქართველმა სუმოისტმა კიუშუს ბაშო 5-2 ბალანსით დაასრულა და ის იანვარში ელიტის მეორე დივიზიონ ჯურიოში დაბრუნდება.
ბაშოზე კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს კომუსუბი ტაკაკეიშო - 12-1.
კიუშუ ბაშო. XIII დღე
მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები
⚪ ტაკაიასუ ⚫ დაიეიშო (ოშიტაოში)
⚪ ტოჩინოშინი ⚫ ტაკანოივა (კოშიკუდაკე)
⚪ ჩიოტაირიუ ⚫ მიტაკეუმი (ჰატაკიკომი)
⚪ იჩინოჯო ⚫ იოშიკაძე (კოტენაგე)
⚪ ტაკაკეიშო ⚫ აოიამა (ოშიტაოში)
⚪ რიუდენი ⚫ კაისეი (სუკუინაგე)
ლიდერები
12-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)
11-2 ტაკაიასუ (ოძეკი)
10-3 ოკინოუმი (მაეგაშირა 11)
9-4 დაიეიშო (მაეგაშირა 9)
9-4 აოიამა (მაეგაშირა 12)
9-4 ონოშო (მაეგაშირა 13)
კომენტარები