Thumbnail

დოჯერსის და P Diddy-ს ინვესტიცია eSports-ში

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ლოს ანჟელეს დოჯერსმა და P Diddy-მ სასკოლო ელექტრონული სპორტის ლიგა დაასპონსორეს
  • 30.5 მილიონიან ინვესტიციაში წილი Adidas-ს და Samsung-ს აქვთ

MLB-ში მოასპარეზე დოჯერსი და ამერიკლი რეპერი შონ 'P Diddy' ქომბსი ელექტრონული სპორტის ლიგა PlayVS-ს ინვესტორებს შორის არიან.

PlayVS-მ, რომელიც ოფიციალურ სასკოლო ლიგას წარმოადგენს, 30.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო, თან ისეთი კომპანიებისგან, როგორებიც Adidas და Samsung-ია.

დაფინანსების უმთავრესი ინიციატორი  კომპანია Elysian Park Ventures არის, რომელიც დოჯერსის მფლობელთა ჯგუფის წევრია.

'ჩვენ გვსურს რომ სპორტული ინოვაციის ავანგარდში ვიყოთ და სწორი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას აქტიურად ვეძებდით. PlayVS-სთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ მოდელი, რომელიც აუცილებლად იმუშავებს და ახალგაზრდულ სპორტზე ქვეყნის მასშტაბით მოახდენს უდიდეს გავლენას' - განაცხადა ტაკერ კეინმა, რომელიც დოჯერსის და Elysian Park Ventures-ის ფინანსური დირექტორია.

PlayVS-მ, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის დაფინანსებას და ტურნირებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, დაფინანსების მოპოვების პირველ ეტაპზე დამატებით 15 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი დელან პარნელი კი ფორბსის 'ოცდაათი ოცდაათამდე' სიაში შევიდა. 

'ელექტრონული სპორტის მთავარი ხიბლი მისი ხელმისაწვდომობაა. დაფინანსების ახალი წრით და Rocket League-ს და Smite-ს დამატებით, ჩვენ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს ჰქონდეს ელექტრონული სპორტის ინდუსტრიაში ჩართვის შესაძლებლობა' - ამბობს პერელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები