Thumbnail

ტოჩინოშინს მაინც ყველაზე მეტი მოგება აქვს!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 57 გამარჯვება 2018 წელს
  • ტოჩინოშინი მებრძოლი სულის იმედზეა
კიუშუს ბაშოზე ქართველი ფორმაში არ არის

დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოზე არცისე კარგად ასპარეზობს - ბაშოს დასრულებამდე სამი დღე რჩება და მას ჯერ დადებითი ბალანსი დასაბევებელი აქვს - 6-6 შედეგით სამიდან ორი ბრძოლის მოგება ესაჭიროება.

არადა, ბაშოს უმთავრესი ფავორიტების მოკლების (თავიდან ჰაკუჰო და კაკურიუ, შემდეგ კისენოსატო და გოეიდო) შემდეგ ქართველი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად განიხილებოდა. 

დღეს ტოჩინოშინმა ოძეკი ტაკაიასუსთან წააგო, ბრძოლის შემდეგ კი იაპონურ მედიას შემდეგი განუცხადა: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სხვა გზა არ რჩება მთელი ძალისხმევა უნდა შევალიო ბოლო ბრძოლებს, უფრო ძლიერი უნდა ვიყო, რომ ვიმარჯვო". 

ქართველ სუმოისტს ნამდვილად არ აქვს საზეიმო განწყობა, თუმცა ერთ მნიშვნელოვან შედეგს მან მაინც მიაღწია - ასპარეზობის მე-11 დღეს ჩიოტაირიუსთან გამარჯვება მისთვის 57-ე იყო 2018 წელს. მისი გადასწრება აღარავის შეუძლია.

ტაკაიასუს 54 მოგება აქვს, ტოჩინოშინს - 57

მეორე ადგილზე ტაკაიასუა, რომლისთვისაც ტოჩინოშინზე გამარჯვება წლევანდელი 54-ე მოგება იყო. ასე რომ, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი ქართველისთვის ტაკაიასუ მაქსიმუმ დაეწიოს ქართველ ოძეკის. 

კომენტარები

ბოლო ამბები