Thumbnail
  • ლაციოს სპორტული დირექტორი ჩაკვეტაძეს უმიზნებს
  • გახდება ქართველი მილინკოვიჩ-სავიჩის გუნდელი?

19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. რომის ლაციო კიდევ ერთი კლუბია, რომელსაც გიორგის მომავალი დააკავშირეს. 

cittaceleste.it წერს, რომ ლაციოს სპორტული დირექტორის იგლი ტარეს სამიზნე იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გენტის ქართველი ტალანტია. მას მერე, რაც ალბანელმა საფეხბურთო ფუნქციონერმა რომაულ კლუბში მილინკოვიჩ-სავიჩი, ბილია, ლუკაკუ და მარუშიჩი დაიბევა, ახლა სერიოზულად მუშაობს ჩაკვეტაძის ტრანსფერზე. 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ქართველი ფეხბურთელი უკვე დაუკავშირეს რომას. 

მას მერე, რაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაზე ჩაკვეტაძე შესანიშნავად ათამაშდა, ხოლო გენტში ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ქართველ ფეხბურთელზე მოთხოვნა გაიზარდა. მისით დაინტერესებულ კლუბთა სია კი მართლაც შთამბეჭდავია: ლაციო, რომა, ბარსელონა, რეალი, ტოტენჰემი, ბორნმუთი, ბაიერნი, დორტმუნდი და შახტარი. 

სტატისტიკა არ ტყუის - ჩაკვეტაძემ D ლიგაში ყველაზე მეტი დრიბლინგი განახორციელა (18)

კომენტარები

ბოლო ამბები