Thumbnail

'მუნდიალს ყატარის გარდა შესაძლოა სხვა ქვეყანამაც უმასპინძლოს' - ამბობს ინფანტინო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 32 გუნდი, 8 სტადიონი...
  • 'აინშტაინი არ უნდა იყო, რომ მიხვდე - ტურნირის ორგანიზება გაგვიჭირდება' ამბობს ინფნატინო

ფიფას პრეზიდენტმა - ჯანი ინფანტინომ დღის წესრიგში ახალი ინიციატივა დააყენა. ინფანტინო ამბობს, რომ 2022 წლის მუნდიალს შესაძლოა მხოლოდ ყატარმა არ უმასპინძლოს და მის ორგანიზებაში მეზობლებიც ჩაერთონ.

ყატარში მუნდიალი ზუსტად 4 წლის შემდეგ, 21 ნოემბერს დაიწყება. ინფანტინოს ფიქრობს, რომ მუნდიალის მასპინძლობის გადანაწილება, რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს.

მოგეხსენებათ ყატარი, გასულ წელს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციეს.

"შეიძლება სწორედ ფეხბურთია ის გზა, რომელიც ურთიერთობებში ხიდებს ააშენებს" ამბობს ინფანტინო. "ზუსტად იგივე რამ ჩვენ 2026-ის მუდიალის შემთხვევაში გავაკეთეთ - მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობენ ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან საუკეთესო პოლიტიკური დამოკიდებულება არ აქვთ."

"ფეხბურთს სასწაულების მოხდენა შეუძლია." დაამატა ფიფას პრეზიდენტმა. საუდის არაბეთი, ისტანბულში მოკლული ჟურნალისტის - ჯამა ქაშოგის გამო დიდ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის - ინფანტინოს აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის კარგი მასპინძლობა დაეხმარება საუდის არაბეთს სახელის და რეპუტაციის რეაბილიტირებაში.

😞 დაღუპული მუშები: მუნდიალის სტადიონებზე მშენებლობისას ყოველწლიურად ასობით ნეპალელი მუშა იღუპება, ბევრნი არიან ინდოჩინეთის წარმომადგენლებიც. მიზეზი ძირითადად გულის შეტევაა (გადატვირთული გრაფიკი და არასათანადრო საცხოვრებელი-სამუშაო პირობები), თუმცა საქმეები როგორც წესი გამოუძიებელი რჩება.

“პოზიტიურად შეხედეთ ამ ინიციატივას, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის და ასევე ფეხბურთისთვის. შეიძლება შანსები მცირეა ამის გაკეთების, მაგრამ ოპტიმისტურად შევხედოთ..."

მოგეხსენებათ ყატარი, მუნდიალისთვის 8 სტადიონს აშენებს "32 გუნდი, 8 სტადიონი და ყველა ერთ პატარა ქვეყანაში! ეინშტეინი არ უნდა იყო, რომ მიხვდე - გაჭირდება ტურნირის ორგანიზება. ამიტომ განვიხილავთ სხვა ვარიანტებს, რამდენი მატჩი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებში გადავიტანოთ."

🌺 კარგი ამბავი: ირანში ქალებისთვის სტადიონზე დასწრება 1981 წელს აიკრძალა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს. აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც თეირანის პერსეპოლისი კაშიმა ანტლერსს დაუპირისპირდა 80,000 მაყურებელი დაესწრო. "თავს არ მოვიტყუებ და არ ვიტყვი, რომ ყველაფერს უშეცდომოდ ვაკეთებთ, მაგრამ ვცდილობთ სამყარო უკეთესი იყოს" განაცხადა ინფანტინომ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები