Thumbnail

საქართველო გრანდებში - თბილისში დასწრება რეკორდული იყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო - ყაზახეთის მატჩს 52 214 გულშემატკივარი დაესწრო
  • თბილისური მატჩი ერთა ლიგის ყველაზე დასწრებადი შეხვედრების ათეულშია

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ყაზახეთთან საშინაო გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და C დივიზიონის საგზური მოიპოვა. რაც მთავარია, ვლადიმირ ვაისის გუნდი განაგრძობს ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად და ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება.

საქართველო-ყაზახეთის თამაშს დინამო არენაზე 52 214 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ერთა ლიგის B, C და D დივიზიონებში საუკეთესო შედეგია. უფრო მეტი გულშემატკივარი მხოლოდ A დივიზიონის მატჩებს დაესწრო, ყველაზე დასწრებადი მატჩების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ინგლისი - ესპანეთი 81 392
2. საფრანგეთი - გერმანია 80 783
3. ინგლისი - ხორვატია 78 221
4. საფრანგეთი - ჰოლანდია 76 452
5. იტალია - პორტუგალია 73 000
6. გერმანია - საფრანგეთი 67 485
7. პორტუგალია - იტალია 52 635
8. ჰოლანდია - გერმანია 52 536
9. საქართველო - ყაზახეთი 52 214
10. ესპანეთი - ინგლისი 50 335

კომენტარები

ბოლო ამბები