Thumbnail

მეფე სახლში - ლებრონის ემოციური შეხვედრა კლივლენდის პუბლიკასთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსმა ლეიკერსთან ერთად კლივლენდში პირველად ითამაშა
  • კავალიერსის გულშემატკივრებმა მას ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს
  • ლეიკერსმა 109:105 მოიგო, “მეფემ” ორმაგი დუბლი შეასრულა

დაბრუნებაც ასეთი უნდა! ლებრონ ჯეიმსმა ლეიკერსის ფორმით პირველად ითამაშა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და ეს ძალიან ემოციური საღამო იყო. 33 წლის სუპერვარსკვლავს “ქუიკენ ლოენს არენაზე”, რა თქმა უნდა, არ უსტვინეს - კლივლენდის პუბლიკამ ლებრონს ძალიან თბილი დახვედრა მოუწყო. კავალიერსის გულშემატკივრები ლებრონის გვარის გამოცხადებასაც კი უდიდესი ოვაციებით შეხვდნენ.

ასე შეხვდნენ ლებრონს კლივლენდის ფანები

ასე შეხვდნენ ლებრონს კლივლენდის ფანები

ასე შეხვდნენ ლებრონს კლივლენდის ფანები

ასე შეხვდნენ ლებრონს კლივლენდის ფანები

ასე შეხვდნენ ლებრონს კლივლენდის ფანები

აი, თამაშში კი, კლივლენდის ქომაგებისთვის სასიხარულო ისევ არაფერი მოხდა. მართალია, არცისე დიდი სხვაობით, მაგრამ ლეიკერსმა თამაში მოიგო (109:105). ლებრონმა, მოლოდინისამებრ, ძალიან კარგად ითამაშა და 32 ქულით, 14 მოხსნით და 7 პასით არა მარტო ორმაგი დუბლი შეასრულა, არამედ მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა.

“თბილ დახვედრას ველოდი, მაგრამ ასეთს არა! ის ფაქტი, რომ კავალიერსის გულშემატკივრები ასე დამხვდნენ, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს!” - განაცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ.

10 მოგებითა და 7 მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, კლივლენდი კი, ლებრონის წასვლის შემდეგ ძალიან ცუდ დღეშია - კავალიერსს 2 მოგება და 14 წაგება აქვს. კლივლენდი აღმოსავლეთში ბოლოა...

📺 კლივლენდის მადლობა ლენრონს

კომენტარები

ბოლო ამბები