Thumbnail

კიუშუს ბაშო | ოძეკების ჯახში ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან უვატენაგეს ილეთით დამარცხდა
  • გაგამარუ ისვენებდა

წლის უკანასკნელი ბაშო კუნძულ კიუშუზე დასკვნით ფაზაში შევიდა, მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტს, ტაკაიასუს შეხვდა. ოძეკების ბრძოლაში ტაკაიასუმ უვატენაგეს ილეთით იმარჯვა. ტოჩინოშინს ისევ ნულოვანი ბალანსი აქვს 6-6.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.

მაკუშიტას დივიზიონში ისვენებდა პირველი ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მიზანს უკვე მიაღწია - დადებითი ბალანსი დაიბევა. მას 4-2 ბალანსი აქვს და წლეულს მხოლოდ ერთ ბრძოლას გამართავს. 

ბაშოს თავი გაანება ოძეკი გოეიდომ, რომელმაც აუცილებელი 8 მოგება წინა დღით დაიბევა. მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ტრავმამ ამის საშუალება არ მისცა.

კიუშუ ბაშო. XII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტაკაიასუ  ⚫ ტოჩინოშინი (უვატენაგე)

⚪ მიტაკეუმი ⚫ გოეიდო (უბრძოლველად)

⚪ იჩინოჯო ⚫ რიუდენი (უვატენაგე)

⚪ ნიშიკიგი ⚫ კაისეი (ოშიდაში)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ ტამავაში (ცუკიოტოში)

ლიდერები

11-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

10-2 გოეიდო (ოძეკი)

9-3 დაიეიშო (მაეგაშირა 9)

9-3 ოკინოუმი (მაეგაშირა 11)

9-3 აოიამა (მაეგაშირა 12)

9-3 ონოშო (მაეგაშირა 13)

ტაკაიასუ V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მე-12 რაუნდი

ტაკაიასუ V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მე-12 რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები