Thumbnail

ბარსას მერე რეალი! ესპანური მედია ჩაკვეტაძეს 'სამეფო კლუბს' უკავშირებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ესპანური მედიის ახალი ვერსია ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით
  • რამდენად სერიოზულია 'სამეფო კლუბის' დაინტერესება

elespanol.com საქართველოს ნაკრების 19 წლის ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეს კიდევ ერთ გრანდთან აკავშირებს - მადრიდის რეალთან!

"სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვეზე მეტი რჩება, თუმცა უკვე მრავალი ჭორ-მართალი იწერება რეალის სავარაუდო ტრანსფერებზე. ხშირად წერენ, რომ რეალის ორბიტაზე ედენ აზარი და მარიო ერმოსო მოხვდნენ, თუმცა მათ მოულოდნელი კანდიდატურა დაემატა - გიორგი ჩაკვეტაძე". 

ავტორი ანხელა კასტანიედა არ აკონკრეტებს წყაროს, რომლის მიხედვითაც რეალი ქართველი ტალანტით დაინტერესებულია. ფაქტია ეს ინფორმაცია მადრიდის რეალთან დაკავშირებულმა რამდენიმე ონლაინ გამოცემამ გააზიარა ტვიტერზე, მათ შორის El Bernabéu-მ და Reyes de Europa-მ.  

კომენტარები

ბოლო ამბები