Thumbnail
  • კვერკველია, კანკავა და ჩაკვეტაძე სიმბოლურში
  • D ლიგის სიმბოლურ ნაკრები

WhoScored-მა ერთა ლიგის ოთხივე ლიგის სიმბოლური ნაკრებები შეადგინა. D ლიგის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი ფეხბურთელია - მცველი საბა კვერკველია და ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე.

ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძე ლიგის სიმბოლურში მეორე ყველაზე მაღალი საშუალო შეფასებით - 8.17 ბალი - მოხვდა. მასზე მეტი მხოლოდ კოსოვოელთა მცველმა კოლოლიმ დააგროვა - 8.40. ჯაბა კანკავას საშუალო შეფასება 7.68, ხოლო საბა კვერკველიასი - 7.57-ია. 

ნაკრებში 3-3 ქართველი და ბელარუსია, ასევე 2 ლუქსემბურგელი და თითო კოსოვოელი, მაკედონიელი და სომეხი.

D ლიგის სიმბოლურ ნაკრები

მეკარე: მორისი (ლუქსემბურგი. 7.23)

მცველები: შიტოვი (ბელარუსი. 8.16), მარტინოვიჩი (7.44), კვერკველია (საქართველო. 7.57), კოლოლი (კოსოვო. 8.40)

ნახევარმცველები: კანკავა (საქართველო. 7.68), დრაგუნი (ბელარუსი. 8.11), ტრაიკოვსკი (მაკედონია. 7.62), მხითარიანი (სომხეთი. 7.77), ჩაკვეტაძე (8.17)

თავდამსხმელი: სინანი (ლუქსემბურგი. 7.57) 

კომენტარები

ბოლო ამბები