Thumbnail

მარტინ ო'ნილი და როი კინი წავიდნენ - ვინ ჩაიბარებს ირლანდიის ნაკრებს?

  • კუნძულელებმა ბოლო 11 შეხვედრიდან, მხოლოდ 1 მოიგეს
  • ო'ნილის შემცვლელად მიკ მაკარტის მოიაზრებენ, რომელიც ნაკრებში ადრეც მუშაობდა...

ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელი მარტინ ო'ნილი თანამდებობიდან გადადგა, ასევე მას მიჰყვა მწვრთნელის ასისტენტი და ნაკრების ყოფილი კაპიტანი - როი კინიც.

გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა დღეს მიიღო, მას შემდეგ რაც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს - ჯონ დელანის შეხვდნენ. არადა, დელანიმ ო'ნილი ახალი კონტრაქტით იანვარში დააჯილდოვა.

იმ მიღწევებისთვის, რაც ბრიტანეთსა და ირლანდიაში ცნობილ მწვრთნელს, სანაკრებო მოღვაწეობის პირველ 4 წელიწადში ჰქონდა. ბოლო 11 მატჩიდან, ირლანდიამ მხოლოდ ერთი მოიგო და ერთა ლიგის ჯგუფი 4 მატჩში, 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

🍀 ჯონ დელანი: მარტინ ო'ნილთან ერთად, ავივა სტედიუმზე ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ, მან გვაჩუქა ლილის, კარდიფის და ვენის მატჩები - ახალი მაღალი მწვერვალები ირლანდიური ფეხბურთის ისტორიაში. მინდა მას და მის გუნდს მომავალში წარმატება ვუსურვო.

ასოციაცია ახალი მწვრთნელი დანიშვნას 2 დეკემბრამდე, ანუ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლის წილისყრამდე გეგმავს, რომელიც სწორედ ირლანდიის დედაქალაქში - დუბლინში გაიმართება.

ერთ-ერთ კანდიდატად, ნაკრების ყოფილ მწვრთნელს და კაპიტანს - მიკ მაკარტის ასახელებენ. მაკარტი ირლანდიას 1996-2002 წლებში წვრთნიდა, 59 სპეციალისტმა მაშინ მშობლიური ნაკრები კორეა-იაპონიის მსოფლიოზე გაიყვანა, სადაც კელტებმა ასპარეზობა მერვედფინალში - ესპანელებთან პენალტების სერიაში დაასრულეს.

ცუდი რიცხვები

► 33.4% - ასეთი იყო ირლანდიის ნაკრების ბურთის ფლობის მაჩვენებელი ერთა ლიგაზე. მხოლოდ გიბრალტარს (32.7%), ანდორას (25.5%) და სან მარინოს (23.5%) ჰქონდათ უარესი შედეგი.

► ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ სან მარინოს ჰქონდა - 0!

► ირლანდიელებმა ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ისიც მოახერხეს, რომ კარში დარტყმის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდათ, სულ 22-ჯერ დაარტყეს.

კომენტარები

ბოლო ამბები