Thumbnail
  • ცნობილმა აგენტმა ტურინის იუვენტუსის ხელმძღანელობასთან შეხვედრა გამართა
  • საუბარი პოლ პოგბას, მატეის დე ლიხტისა და მოიზე კინის ტრანსფერებს ეხებოდა 

ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც თავის სამი კლიენტის შესაძლო ტრანსფერები განიხილა. როგორც Tuttosport იუწყება, შეხვედრაზე საუბარი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ პოლ პოგბაზე, ამსტერდამის აიაქსის მცველ მატეის დე ლიხტსა და იუვენტუსის ფორვარდ მოიზე კინზე იყო.

ფრანგი არ მალავს, რომ ტურინში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნებოდა

საუბარი იმაზე, რომ "ბებერ ქალბატონს" 25 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის დაბრუნება სურს, კარგა ხანია დაწყებულია. ისე ჩანს, რომ ამის წინააღმდეგი არც თავად პოგბაა, რომელსაც ჟოზე მოურინიოსთან ყველაფერი იდეალურად არ აქვს. როგორც ირკვევა, იუვე მზადაა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელში 62 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პოლი მანჩესტერ იუნაიტედიდან იუვენტუსში 2012 წელს გადავიდა, სადაც 2016 წლამდე გამოდიოდა. შემდეგ ფრანგი ისევ მანჩესტერში დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მატეის დე ლიხტმა ერედივიზიეს 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა

ცნობილია, რომ ტურინული კლუბი ასევე დაინტერესებულია ნიდერლანდების ნაკრებისა და აიაქსის 19 წლის მცველით მატეის დე ლიხტით და მზადაა, მასში 50 მილიონი ევრო გაიღოს. დე ლიხტის გადაბირებით, რომელსაც ვარსკვლავურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებიან.

მოიზეკინს იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა, იუვეში დამკვიდრება კი უჭირს

გამოცემის ცნობით, იუვენტუსს მოიზე კინის იჯარით გასხვისება სურს, რაიოლა კი 18 წლის ფეხბურთელის გაყიდვითაა დაინტერესებული. ფორვარდის დამატება რამდენიმე კლუბს, მათ შორის გალათასარაის, ლიდსსა და მარსელს სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები