Thumbnail
  • ეროვნული ლიგის 33-ე ტური იმერული დერბით გაიხსნა
  • ტორპედომ ჩიხურას ორი უპასუხო გოლი გაუტანა

ეროვნული ლიგის 33-ე ტური ივანწმინდაში გამართული მატჩით გაიხსნა, სადაც იმერულ დერბიში ჩიხურამ ტორპედოს უმასპინძლა. მატჩი ქუთაისური გუნდის უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 0:2. ტორპედომ ორივე გოლი შეხვედრის სტარტზე გაიტანა: ჯერ გრიგოლ დოლიძემ გამოიჩინა თავი, შემდეგ კი თორნიკე კაპანაძემ გაიბრწყინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

კაპანაძის გოლი ცალკე ამბავია, რადგან თორნიკემ ვარდნაში დაარტყა და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით, ტორპედომ 63 ქულა მოაგროვა და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია მესამე ადგილზე. ეროვნულ ლიგას საბურთალო ლიდერობს და ახლოა ჩემპიონის ტიტულთან.

თორნიკე კაპანაძის გოლი

🔥 თორნიკე კაპანაძის მაკრატელა 👏

🔥 თორნიკე კაპანაძის მაკრატელა 👏

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018

ჩიხურა 0:2 ტორპედო

გოლები: 0:1 დოლიძე (4), 0:2 კაპანაძე (15)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ლექვთაძე, მაისაშვილი, მირცხულავა, ჩიკვაიძე, ბუღრიძე, დობროვოლსკი (62. ჩიხლაძე), კაკუბავა, სარდალიშვილი (76. იონანიძე), გაბედავა, მარკოზაშვილი.

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი (46. ხურცილავა), ცინცაძე, დოლიძე (70. დაფე), გიგაური, ქიმაძე (80. კუხიანიძე), კუტალია, კაპანაძე.

ფოტო: ტორპედოს FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები