Thumbnail
  • მოკლედ ნაკრების უახლოესი მატჩების შესახებ
  • ევრო 2020-ის შესარჩევი 
  • საკვალიფიკაციო პლეი ოფი
  • ერთა ლიგა 2020

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი ერთა ლიგა წარმატებით დაასრულა - ჯგუფში 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა მარტო ჯგუფში კი არა, მთელ D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. რა იქნება მომავალში? ქრონოლოგიურად მივყვეთ...

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირი

► დუბლინში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართება. 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება, რომელთაგანაც ნახევარი 5-გუნდიანი იქნება, მეორე ნახევარი კი 6-გუნდიანი.

► ეს კლასიკური ტურნირი ამჯერად, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიმართება - 2019 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

► ევროპის ჩემპიონატზე ყოველი ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი გავა.

► საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში მოხვდა. ასე რომ, არ მოუწევს დაპირისპირება მე-4 კალათის გუნდებთან.

► ესენია: უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა.

► თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ერთა ლიგიდან მოპოვებულ პლეი ოფის საგზურს სხვა გუნდი გამოიყენებს. ჩვენ არ დაგვჭირდება.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფი

ვაისის გუნდს 2 მოგება აშორებს ევროპის ჩემპიონატს

► თუ კლასიკური გზით საგზურს მოვიპოვებთ, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები საერთოდ აღარ შეგვეხება.

► თუ ნაკრები კლასიკური გზით საგზურს ვერ მოიპოვებს რჩება საკვალიფიკაციო პლეი ოფი, რომლის საგზურიც ერთა ლიგაში ჯგუფის მოგებით გავინაღდეთ. 

► 2019 წლის ნოემბერში ორ ნახევარფინალისტურ წყვილს შორის გაიმართება წილისყრა, თუ ვინ უმასპინძლებს პლეი ოფის ფინალს. 

► ეს წყვილებია საქართველო-ბელარუსი, მაკედონია-კოსოვო. წილისყრაში გამარჯვებული წყვილიდან ფინალში გასული იქნება მასპინძელი.

► მანამდე ნახევარფინალებია - 2020 წლის 26-28 მარტს საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ბელარუსის გუნდს უმასპინძლებს. ნახევარფინალი ერთმატჩიანია. 

► ფინალი 2020 წლის 29-31 მარტს გაიმართება, გამარჯვებული გუნდი ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.

ერთა ლიგა 2020/21

► საქართველოს ნაკრებმა C ლიგის საგზური მოიპოვა.

► 2020 წლის სექტემბრიდან გუნდი C ლიგაში ჩაებმება.

► 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება მატჩები, ხოლო ჯგუფის გამარჯვებული B ლიგის საგზურს მოიპოვებს.

► C ლიგის ოთხივე ჯგუფის 4 ყველაზე ცუდი გუნდი D ლიგაში გავარდება.

► C და D ლიგებს შორის ერთი სხვაობაა, იქ ერთი გუნდით ნაკლებია. ასე რომ, 1 ჯგუფი სამგუნდიანი იქნება.

► დიდი ალბათობით, ჯგუფების გამარჯვებულებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფში თამაშიც მოუწევს, თუმცა ამის დეტალები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები