Thumbnail

არგენტინამ მექსიკას იკარდისა და დიბალას გოლებით მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არგენტინამ მექსიკას ორივე მატჩი 2:0 მოუგო
  • 'ალბისელესტეს' რიგებში იკარდიმ და დიბალამ პირველად გაიტანეს 

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინას ხუთ დღეში ორჯერ მოუგო. სკალონის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველ მატჩში 2:0 იმარჯვა და მეორე შეხვედრაც ანალოგიური ანგარიშით, 2:0 მოიგო.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად, მე-2 წუთზე გახსნეს. ერიკ ლამელას გადაცემის შემდეგ, მაურო იკარდიმ სანაკრებო კარიერაში პირველი გოლის გატანა შეძლო. იკარდიმ საჯარიმოში ორ მცველს აჯობა და ახლო მანძილიდან კორონას აუღებელი დაურტყა.

მაურო იკარდი 2'

არგენტინამ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე გოლი კი მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე გაიტანა. ჯოვანი სიმეონეს გადაცემით პაულო დიბალამ ისარგებლა და მე-18 შეხვედრაში მანაც სადებიუტო გოლი გაიტანა. არგენტინამ მატჩი 2:0 მოიგო.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სკალონის ნაკრებმა 4 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა.

მაურო იკარდი: ეს გოლი ძალიან მჭირდებოდა. კარგად ვთამაშობთ და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.
 

პაულო დიბალა 87'

კომენტარები

ბოლო ამბები