Thumbnail
  • Sky Sports-მა ერთა ლიგაზე გატანილი 10 ეფექტური გოლი შეარჩია
  • ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის გოლები TOP 10-ში

ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა. უეფას მიერ შექმნილმა ახალმა ტურნირმა გაამართლა და მოსაწყენი ამხანაგური მატჩების ნაცვლად, კარგი და სანახაობრივი გათამაშება მივიღეთ. ალბათ, ყველაზე მეტად ეს ტურნირი ქართველებს გვახარებს, რადგანაც ჩვენს ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის.

Sky Sports-მა ერთა ლიგის პირველი სეზონის ჯგუფური ეტაპის TOP 10 გოლი დაასახელა, რომელთა შორის ორი ქართული გოლიც მოხვდა: ჯაბა კანკავას გოლი ლატვიის კარში და გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი ყაზახეთის ნაკრების კარში. 

ამ დროისთვის ჩაკვეტაძე Sky Sports-ის გამოკითხვაში ლიდერობს, გიორგის გოლს მკითხველთა 82% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე რაჰიმ სტერლინგის მიერ ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი გოლია, ამ გოლს 7%-მა დაუჭირა მხარი. ჯაბა კანკავა კი გარეთ ბეილთან ერთად მე-3 ადგილს ინაწილებს - 3-3 პროცენტით.

1) გიორგი ჩაკვეტაძე V ყაზახეთი - 83%

2) რაჰიმ სტერლინგი V ინგლისი - 6%

3) ჯაბა კანკავა V ლატვია - 3%

4) გარეთ ბეილი V ირლანდია - 3%

5-9) მარკოს პიცელი V ლიხტენშტაინი, ისკო V ხორვატია, მილოტ რაშიცა V ფარერები, როლანდას ბარავიკასი V მონტენეგრო, ალფრედ ფინბოგასონი V შვეიცარია - 1%

10) ოლე სელნასი V სლოვენია - 0%.

📺 ერთა ლიგის საუკეთესო გოლები Sky Sports-ის ვერსიით

კომენტარები

ბოლო ამბები