Thumbnail
  • დაასახელეთ საუკეთესო ბურჯი - Rugby Joe-ს პოსტი ინსტაგრამზე
  • მიხეილ ნარიაშვილი საუკეთესო ოთხეულში

Joe.ie ირლანდიური ვებ-გვერდია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რაგბიზე ახალი ინტერნეტ-გადაცემა დაიწყო - House Of Rugby.

House Of Rugby-ს წამყვანები ინგლისის ნაკრებისა და ნორთჰემპტონის მორაგბე ჯეიმს ჰასკელი, ინგლისის ნაკრებთან ერთად 2003 წლის მსოფლიოს თასის ტრიუმფატორი მაიკლ ტინდალი და Sky Sports-ის სარაგბო მიმომხილველი ალექს პეინი არიან.

Rugby Joe არის ინსტაგრამ გვერდი, სადაც House Of Rugby-ს საინტერესო მონაკვეთებს აქვეყნებენ. ამ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ოთხი საუკეთესო ბურჯია გამოსახული - ერთ-ერთი მიხეილ ნარიაშვილია. გვერდმა მომხარებელს სთხოვა, რომ ამ დროისთვის საუკეთესო ბურჯი დაასახელონ.

Rugby Joe-სა და House Of Rugby-ს ოთხი რჩეული ბურჯი: მიხელ ნარიაშვილი (საქართველო), ტაჯ ფურლონგი (ირლანდია), რამირო ერერა (არგენტინა), ოუენ ფრენკსი (ახალი ზელანდია).

თქვენი პოზიციის დაფიქსირება ამ პოსტზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები