Thumbnail

იტალიამ და საფრანგეთმა ამხანაგურები მოიგეს, მბაპემ ტრავმა მიიღო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საფრანგეთი 1:0 ურუგვაი
  • იტალია 1:0 აშშ
  • მბაპემ მინდორი პირველივე ტაიმში დატოვა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა 'პარკ დე პრენსზე' ურუგვაის უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოლივიე ჟირუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით, 52-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის პირველ ნახევარში კილიან მბაპეს წინააღმდეგ ურუგვაელთა მეკარემ მარტინ კამპანიამ უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც მბაპემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის ტრავმა აქვს მბაპეს და მოახერხებს თუ არა ლივერპულთან თამაშს.

იტალიის ნაკრებმა ბელგიაში ამერიკას 1:0 მოუგო. 'სკუადრა აძურამ' შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიგო. 94-ე წუთზე გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ, მატეო პოლიტანომ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. იტალიას უკვე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები