Thumbnail

ტრავმა კამერუნთან - ნეიმარი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნეიმარი კამერუნთან მატჩში მე-8 წუთზე შეცვალეს
  • ბრაზილიის ნაკრებს ექვს შეხვედრაში გოლი არ გაუშვია

ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრების ამხანაგური მატჩი 'სელესაოსთვის ცუდად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ტიტეს ნაკრებმა 1:0 მოიგო, მატჩის პირველივე წუთებზე ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე უცნობია, თუმცა ბრაზილიის ნაკრების ექიმის, როდრიგო ლასმარის განცხადებით, ნეიმარს დიდხანს უქმად ყოფნა არ მოუწევს. '

ახლა მთავარია, გაირკვეს ნეიმარის დაბრუნების ზუსტი თარიღი, რადგანაც ერთ კვირაში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს უმასპინძლებს და ამ მატჩში, ნეიმარის გარეშე, ფრანგებს ძალიან გაუჭირდებათ.

შეხვედრას რაც შეეხება, ნეიმარის ნაცვლად მინდორზე შესულმა რიშარლისონმა მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე გაიტანა და ბრაზილიას ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოაგებინა - 1:0.

ტიტეს ნაკრებს, ბელგიასთან მარცხის შემდეგ, ასპროცენტიანი შედეგი აქვს და ჯერჯერობით გოლიც არ გაუშვია.

კომენტარები

ბოლო ამბები