Thumbnail
  • ჯგუფური ეტაპი დასრულებულია
  • ოთხთა ფინალი, ყველა პლეი ოფი, გავარდნილები და აღზევებულები

უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, თუმცა 2018/19 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა დარჩა მთავარი - ოთხთა ფინალი, რომელიც ერთა ლიგის პირველ გამარჯვებულს გამოავლენს. ეს ოთხთა ფინალი პორტუგალიაში 2019 წლის ივნისში გაიმართება და მასში A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ: პორტუგალია, ინგლისი, შვეიცარია და ჰოლანდია. 

A ლიგიდან გავარდნენ

გერმანია, ისლანდია, პოლონეთი, ხორვატია

B დან A-ში გადავიდნენ

უკრაინა, შვედეთი, ბოსნია, დანია

B დან C-ში გავარდნენ

სლოვაკეთი, თურქეთი, ჩრ. ირლანდია, ირლანდია

C-დან B-ში გადავიდნენ

შოტლანდია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი

C-დან D-ში გავარდნენ

ესტონეთი, კვიპროსი, სლოვენია, ლიტვა

D-დან C-ში გადავიდნენ

საქართველო, მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი

ალექსანდრ მიტროვიჩი

ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა ალექსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი) - 6 გოლი. აღსანიშნავია, რომ ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე მას მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩა.

ბოლო შედეგები

საქართველოს ნაკრებმა D ლიგის მოგებისთვის 1.5 მილიონი ევრო მიიღო.

ევრო 2020-ის დამატებითი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ 

A - პორტუგალია, ინგლისი, შვეიცარია, ჰოლანდია (ნახევარფინალისტთა ვინაობას 2019 წლის ოთხთა ფინალი დაალაგებს)

B - უკრაინა, შვედეთი, ბოსნია, დანია (ბოსნია-შვედეთი, უკრაინა-დანია)

C - შოტლანდია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი (შოტლანდია-ფინეთი, ნორვეგია-სერბეთი)

D - საქართველო, მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი (საქართველო-ბელარუსი, მაკედონია-კოსოვო)

შენიშვნა: ის გუნდი, რომელიც კლასიკური საკვალიფიკაციო გზით მოიპოვებს საგზურს პლეი ოფში აღარ ითამაშებს. მას რეიტინგით შემდეგი ჩაანაცვლებს და აშ.

შენიშვნა: ფინალის მასპინძელი 2019 წლის ნოემბერში წილისყრით გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები