Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს
  • ფინალის მასპინძელს წილისყრა გაარკვევს

საქართველოს ნაკრები, რომელმაც ერთა D ლიგის პირველი ჯგუფი შთამბეჭდავი უპირატესობით მოიგო და ევრო 2020-ის საპლეიოფო ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება დაიბევა. 

ახლა კი ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე გაირკვა - 2020 წლის 26-28 მარტს თბილისს ბელარუსის ნაკრები ეწვევა!

ჩვენი მეტოქის ვინაობა მე-3 ჯგუფის მატჩში ირკვეოდა, კოსოვომ აზერბაიჯანს 4:0 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. ასე რომ, ნახევარფინალში საქართველოს, მაკედონიისა და ბელარუსის ნაკრებებთან ერთად კოსოვოს გუნდიც გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა, მაკედონიამ 15. ამ ორმა გუნდმა ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება მიიღო.

კოსოვომ და ბელარუსმა კი 14-14 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების შეფარდება კოსოვოს უკეთესი აქვს - 15:2. ბელარუსის 10:0-ის წინააღმდეგ. ასე რომ, ლიგაში პირველ რეიტინგოსანი საქართველო მე-4-ზე გასულ ბელარუსს დაუპირისპირდება. ხოლო მაკედონია უმასპინძლებს კოსოვოს ნაკრებს. სად გაიმართება ფინალი? ეს წილისყრის შედეგად გადაწყდება. რომელ ნახევარფინალურ წყვილსაც გაუმართლებს წილისყრაში, ამ წყვილიდან ფინალში გასული გუნდი იქნება მასპინძელი. ფინალის მასპინძელი 2019 წლის ნოემბერში წილისყრით გამოვლინდება.

ბელარუსის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა, მე-2 ჯგუფში 6-დან 4 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა და გოლიც კი არ გაუშვია, რაც D ლიგაში უნიკალური შედეგია. ბელარუსებმა მხოლოდ შინ და გარეთ ვერ მოუგეს მოლდოვას - 0:0. 

კომენტარები

ბოლო ამბები