Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინს მეტოქე წაექცა, მიზნამდე ორი მოგება რჩება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება
  • გაგამარუ ელიტის მეორე დივიზიონში ბრუნდება

2018 წლის უკანასკნელ ბაშოზე, რომელიც კუნძულ კიუშუზე იმართება, მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მორიგი ორთაბრძოლა მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან გამართა. ქართველმა სუმოისტმა ცუკიჰიზას ილეთით გაიმარჯვა და მას 6-5 ბალანსი აქვს. ამ ილეთის არსი ისაა, რომ დამარცხებული თავისით ეცემა დოჰიოზე.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ბაშოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ოძეკი ტაკაიასუ იქნება. ურთიერთშეხვედრებში ლევან გორგაძე ოდნავ ჩამორჩება მეტოქეს - 8:9.

მაკუშიტას დივიზიონში გავარდნილმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ერთი დღით ჯურიოს დივიზიონში იჭიდავა, საადც დივიზიონის მე-13 ნომერ გოკუშინდოს შეხვდა. გაგამარუმ იორიკირის ილეთით იმარჯვა და ბალანსი 4-2 გაუხდა. ამით ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსი დაიბევა და ელიტის მეორე დივიზიონშიც დაბრუნდება, რადგან მაკუშიტას დივიზიონში პირველი ნომერია.

ბაშოს ერთპიროვნულად კვლავ კომუსუბი ტაკაკეიშო ლიდერობს, მას 10-1 ბალანსი აქვს. 

კიუშუ ბაშო. XI დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტაკაიასუ ⚫ იჩინოჯო (ჰატაკიკომი)

⚪ ტოჩინოშინი ⚫ ჩიოტაირიუ (ცუკიჰიზა)

⚪ გოეიდო ⚫ კაისეი (იორიტაოში)

⚪ იოშიკაძე ⚫ მიტაკეუმი (უვატედაშინაგე)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი)

⚪ ტამავაში ⚫ მიოგირიუ (ჰატაკიკომი)

⚪ ნიშიკიგი ⚫ ჰოკუტოფუჯი (ცუკიოტოში)

ლიდერები

10-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

9-2 ტაკაიასუ (ოძეკი)

9-2 დაიეიშო (მაეგაშირა 9)

9-2 აოიამა (მაეგაშირა 12)

კომენტარები

ბოლო ამბები