Thumbnail

იაპონელები 'ბორჯღალოსნებს' საქართველოს ჰიმნით ეგებებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 2019 წლის სარაგბო მსოფლიოს თასს იაპონია უმასპინძლებს
  • კუმაგაიას სკოლის მუსიკალურმა გუნდმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა

იაპონია 2019 წლის სარაგბო მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა აღნიშნულ მსოფლიოს თასზე თამაში 2015 წელს გაინაღდა, როდესაც ჯგუფში ორი შეხვედრის მოგება მოახერხა, ტონგასთან და ნამიბიასთან.

მილტონ ჰეიგის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიოს თასზე D ჯგუფში მოუწევთ ასპარეზობა, სადაც უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და ურუგვაის ნაკრებებს შეხვდებიან. იაპონელები დიდი მონდომებით მუშაობენ, რათა ეს მსოფლიოს თასი ისტორიაში საუკეთესო იყოს.

მასპინძლები ყველა მონაწილეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ მათი კულტურის ელემენტები საკუთარ ქვეყანას გააცნონ. კუმაგაიას სკოლის მუსიკალურმა გუნდმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა. მათ 'ბორჯღალოსნების' მიმართ პატივისცემა ასე გამოხატეს.

კომენტარები

ბოლო ამბები