Thumbnail
  • დუდა სანაძეს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს
  • მიზეზი - გიპუსკოას ფინანსური კრიზისია

ბასკურმა გიპუსკოამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა საქართველოს ნაკრების მსროლელ დუდა სანაძეს. ეს რეალთან მატჩის შემდეგ, მოხდა, რომელშიც დუდა სანაძემ "სამეფო კლუბს" 17 ქულა ჩაუგდო 71:104 წაგებულ შეხვედრაში. კლუბმა სანაძეს შემდგომ კარიერაში წარმატება უსურვა და დაემშვიდობა. 

გიპუსკოამ სანაძეს ოქტომბერში 1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა ერთი თვის შემდეგ კონტრაქტის გადახედვის უფლებით. 

საერთო ჯამში სანაძემ გიპუსკოას რიგებში 72 წუთში 34 ქულა ჩააგდო. 

როგორც ესპანური მედია იუწყება, ამის მიზეზი სანაძის თამაში არ არის - მან დაამტკიცა, რომ კარგი კალათბურთელია. მიზეზი კი გიპუსკოას ფინანსური სიტუაციაა. სანაძის ხელფასი ამ კლუბის შესაძლებლობებისთვის მეტისმეტი ყოფილა. 

შეგახსენებთ, რომ გიპუსკოაში ბექა ბურჯანაძეც თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები