Thumbnail

FIFA 19 | eMLS გაფართოებისთვის ემზადება

  • eMLS ფართოვდება და MLS-ში მონაწილე 24 გუნდიდან 22-ს წარმომადგენელი ეყოლება
  • ტურნირს სამი ახალი კლუბი დაემატა

eMLS, იგივე ამერიკის უმაღლესი ლიგის FIFA eSports ვერსია, გაფართოებისთვის ემზადება.

წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ ტურნირს სამი ახალი გუნდი დაემატება - ატლანტა იუნაიტედი, დისი იუნაიტედი და საფეხბურთო კლუბი ციცინატი

ეს კი იმას ნიშნავს, რომ MLS-ში მონაწილე 24 გუნდიდან 22-ს წარმომადგენელი ელექტრონულ სპორტშიც ეყოლება. საინტერესოა, რომ ციცინატი ორივე ლიგის  დებიუტანტია - როგორც ვირტუალურის, ასევე რეალურის. eMLS-ში მონაწილე თითოეული გუნდი ერთ 'გეიმერს' აირჩევს, რომელიც მის ღირსებას დაიცავს.

კიბერ სპორტსმენების პირველადი მიზანი eMLS-ის თასის მოგებაა. გამარჯვებული კი ამერიკის შეერთებულ შტატებს FIFA-ს ელექტრონულ მსოფლიო თასზე წარმოადგენს, რომელზეც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

2019 წლის სეზონისთვის eMLS-ს ახალი ფორმატის ტურნირი დაემატება, რომელსაც League Series ჰქვია. შეჯიბრი ორ ნაწილად გაიმართება. პირველს ლოს ანჯელეს გალაქსი უმასპინძლებს, ხოლო მეორეს კი საფეხბურთო კლუბი დალასი. სწორედ ეს სერიები განსაზღვრავს, თუ როგორ იქნებიან კლუბები განთესილნი 2019 წლის eMLS თასზე. 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ სად ჩატარდება დასკვნითი ტურნირი, მაგრამ ვიცით, რომ ის 2019 წლის ივლისსა ან აგვისტოში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები