Thumbnail

უელსის რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნაცემი თომასი განცხადებას ავრცელებს
  • უელსის ნაკრები | 1995-2007 (100)

უელსის ნაკრების ყოფილი წევრი და კაპიტანი - გარეტ თომასი ამბობს, რომ იგი მშობლიურ ქალაქში - კარდიფში ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

თომასმა 2009 წელს ღიად განაცხადა, რომ გეია. ამ დროს, სანაკრებო კარიერა ყოფილ კაპიტანს უკვე 2 წლის დასრულებული ჰქონდა.

"მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას და იმ ხალხს, ჩემი ქალაქის ხალხს, ვისაც ასე ძალიან ვუყვარვარ." - ამბობს თომასი. "მინდა, რომ ეს ვიდეო პოზიტიური მესიჯი იყოს ყველასთვის..."

"ბევრს უნდა, რომ ტკივილი მოგვაყენოს, მაგრამ უფრო მეტი ჩვენ დაცვას ცდილობს." გარეტ თომასი პროფესიულ რაგბიდან წასვლის შემდეგ კამპანიის "თანაბარი უფლებების" წარმომადგნელი გახდა.

თომასი, სარაგბო სამყაროში იგივე 'ალფი' პროფესიულ რაგბის 1994-2010 წლებში თამაშობდა. შეინ უილიამსის შემდეგ, იგი უელსის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ლელოს დამდებია, ხოლო ზოგადად მსოფლიოს სანაკრებო სტატისტიკაში, ამ მხრივე მეცამეტე ადგილს იაკვებს.

თომასმა სასჯელის სახით, 'რეაბილიტაცია - შერიგების მეთოდით' მოითხოვა', რასაც დამნაშავე 16 წლის თინეიჯერი დათანხმდა. "16 წლის ადგილობრივი მოზარდი, დათანხმდა გარეტ თომასის ინიციატივას, შეხვდა მას და ნანობს მის საქციელს..." ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

"ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავი გადაგხდა, მაგრამ იცოდე, რომ ათასობით ადამიანი შენს გვერდითაა. გვიყვარხარ და მადლობა იმისთვის, რომ პოზიტიურად უყურებ ცხოვრებას." ასე გაამხნევა თომასი, უელსის ნაკრების და ევერტონის ყოფილმა მეკარემ - ნევილ საუთჰოლმა.

კომენტარები

ბოლო ამბები