Thumbnail
  • 📅 ხუთშაბათი | ⌚ 03:45 | ⚽ ფლამენგო V გრემიო
  • პალმეირასი შეიძლება ორი ტურით ადრე ჩემპიონი გახდეს
  • საუკეთესო ოთხეული ლიბერტადორესზე იასპარეზებს

ბრაზილიის სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ცხრილის ზედა ნაწილში ადგილების გადანაწილებისთვის ბრძოლამ პიკს მიაღწია. თითოეული მატჩი უდიდესი მნიშვნელობისაა. ამ ტურში ცეტრალურია შეხვედრა, რომელიც “მარაკანაზე”, ფლამენგოს და გრემიოს შორის შედგება.

მასპინძლები მათთვის უმნიშვნელოვანეს მატჩსს წამყვანი ფეხბურთელის, ლუკას პაკეტას გარეშე ჩაატარებენ. 21 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების წევრია და რომელზეც იტალიური პრესა ირწმუნება, რომ იანვარში მილანს შეუერთდება, გასულ ტურში სპორტ რესიფესთან შეხვედრაში მინდვრიდან გააძევეს. ფლამ მატჩი მის გარეშე რთულად, მაგრამ მაინც მოიგო. ერთადერთი გოლი ვილიან არაომ საფინალო სასტვენამდე რვა წუთით ადრე გაიტანა. 

პაკეტას გარდა, დორივალ ჟუნიორს ტრავმების გამო ახალგაზრდა კოლუმბიელი თავდამსხმელი მარლოს მორენო, აგრეთვე ვეტერანი ცენტრალური მცველი ჟუანი და ახლო წარსულში სევილიას გოლკიპერი დიეგო ალვეში აკლია. სამაგიეროდ, მწყობრშია გამოცდილი ნახევარმცველი დიეგო, რომელიც ძირითადად ფლამენგოს თამაშსს განაპირობებს.

გარკვეული საკადრო პრობლემები აქვთ სტუმრებსაც. გრემიოს, რომელიც ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალიდან რივერმა გამოაგდო, არგენტინელი ნახევარმცველი ვალტერ კანემანი და შუა ხაზის კიდევ ერთი ფეხბურთელი, მაიკონი აკლია. პირველი მათგანი დაახლოებით ერთი თვეა, ტრავმირებულია და მის გარეშე თამაშს გრემიო ასე თუ ისე უკვე მიეჩვია. რაც შეეხება მაიკონს: მან დაზიანება რამდენიმე დღის წინ, სან პაულოსთან პრინციპულ, ფრედ დასრულებულ დაპირისპირებაში მიიღო.

ამ გუნდების ბოლო სამი საჩემპიონატო შეხვედრა გრემიომ მოიგო. მათ შორის, მიმდინარე ჩემპიონატის პირველი მატჩიც, რომელიც პორტუ ალეგრიში 2:0 დასრულდა.

ამ ტურში შესაძლოა ჩემპიონობა თითქმის გაინაღდოს პალმეირასმა. საიუბილეო მეათე ტიტულს მწვანეები იმ შემთხვევაში მოიგებენ, თუ ისინი სახლში ამერიკა მინეიროსთან სამ ქულას აიღებენ, რაც ძალიან ლოგიკური იქნება და, თავის მხრივ, ვერ მოიგებენ ფლამენგო და ინტერნასიონალი. ეს უანასკნელი ატლეტიკო მინეიროს ხვდება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, პალმეირასთან კონკურენციაში ჩემპიონობის პრაქტიკულად მიზერული შანსი ექნება. 

გაცილებით უფრო მიწიერი და ხელშესახებია ლიბერტადორესის თასზე, ყველანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვედრის ამოცანა. სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ბრაზილიის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ექვსი გუნდი მიიღებს მონაწწილეობას. აქედან პირველი ოთხი ასპარეზობას პირდაპირ ჯგუფური ტურნირით დაიწყებს, ხოლო მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასული კლუბები კი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები