Thumbnail

რეალს კეილორ ნავასიც სჭირდება - ახალი კონტრაქტი გაზრდილი ხელფასით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალს კოსტარიკელთან კონტრაქტის 2021 წლამდე გაგრძელება სურს
  • კლუბი 31 წლის გოლკიპერს წელიწადში 5 მილიონ ევროს გადაუხდის
  • კეილორ ნავასს რეალის ძირითადში ადგილი ტიბო კურტუამ წაართვა

მადრიდის რეალი უახლოეს მომავალში მეკარე კეილორ ნავასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. 

კოსტარიკელს, რომელმაც გუნდის ძირითადი მეკარის სტატუსი კლუბში ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ დაკარგა, "სამეფო კლუბთან" მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მის თანახმად, წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს. როგორც Abc.es იუწყება, რეალის ხელმძღვანელობა აპირებს, ნავასს ახალ ხელშეკრულება შესთავაზოს, რომელიც გოლკიპერის კლუბში ყოფნას, 5 მილიონ ევრომდე გაზრდილი ხელფასით, 2021 წლამდე გაახანგრძლივებს.

კოსტარიკელი მეკარე ბელგიელ კონკურენტთან ბრძოლას ჯერჯერობით აგებს

31 წლის მეკარე რეალში 2014 წელს, ლევანტედან მივიდა. ოთხი სრული სეზონის განმავლობაში კეილორმა მადრიდულ გუნდში 90-ზე მეტ მატჩში ითამაშა და ჯამში 11 ჯილდოს მფლობელი გახდა. აქედან სამი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იყო, ერთი - ლა ლიგაში.

მაგრამ, მიმდინარე სეზონში ნავასმა ესპანეთის ჩემპიონატში სულ ორ შეხვედრაში ითამაშა. კოსტარიკელს რეალის კარში ადგილს ჩემპიონთა ლიგაში უფრო ანდობდნენ, სადაც 3 მატჩში ითამაშა, თუმცა ბოლო შეხვედრაში - პლზენთან, კარში აქაც კურტუა გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები