Thumbnail

მარტინ ფორდის დებიუტი MMA-ში 'ირანელი ჰალკის' წინააღმდეგ შედგება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შეძლებს ფორდი ოქტაგონზე 'ირანელი ჰალკის' დამარცხებას?
  • მძიმეწონოსნების ჩხუბი სავარაუდოდ პოლონეთში შედგება...

ცნობილი ბრიტანელი ბოდიბილდერი და მსახიობი - მარტინ ფორდი 2019 წელს MMA-ში დებიუტს გეგმავს. როგორც ამბობენ, ბრიტანელის პირველი მეტოქე - საჯად გარიბი, იგივე 'ირანელი ჰალკი' იქნება.

გარიბიც ფორდივით ბოდიბილდერია, ორივე სპორტსმენმა MAA-ის პოლონურ ორგანიზაციასთან, KSW-სთან მოაწერა კონტრაქტს ხელი.

ფორდი 145 კილოგრამს იწონის, ხოლო ირანელი ჰალკი უკვე 154 კილოგრამია და 175 კილოგრამამადე შეუძლია წონის მომატება. გაბრი 2016 წელს ირანის არმიაში მოხვედრას და ISIS-ისთან საბრძოლველად სირიაში გამგზავრებას გეგმავდა.

მარტინ ფორდმა ბრძოლისთვის მზადება, ყოფილ 'მსოფლიოს ყველაზე ძლიერ კაცთან' - ედი ჰოლთან გადაწყვიტა. ჰოლმა, ფორდს ვარჯიშის ინტენსივობა და მეთოდიკა შეუცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები