Thumbnail

დაჭერობანა - ბავშვების თამაში სპორტის სახეობად იქცა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დევნა-გამოკიდებაში მსოფლიოს ჩემპიონატს ლონდონმა უმასპინძლა
  • თამაშის რამდენიმე ვერსია არსებობს და თითოეულს თავისი წესები აქვს

რამდენიმე კვირის წინ, ლონდონში “დაჭერობანას დღე” იყო, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები დევნა-გამოკიდებაში მსოფლიოს ჩემპიონატად მოიხსენიებენ.

დაჭერობანა, როგორც სპორტის სახეობა? თამაშის რამდენიმე ვერსია არსებობს და თითოეულს თავისი წესები აქვს. არის როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური ვერსიები. ერთი და მთავარი წესი ყველა ვერსიაში უცვლელია - მეტოქე უნდა დაიჭირო და დაჭერის დროს მხოლოდ ხელით უნდა შეეხო. არ შეიძლება ფეხით შეხება და საშიში მოძრაობები.

დაჭერობანას არაოფოციალური მუნდიალის ამსახველი ვიდეო დაგარწმუნებთ იმაში, რომ სპორტის ასეთი სახეობა მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის...

თამაშის წესები დეტალურად:

CHASE TAG - TEAM WINNER-STAYS-ON

► ეს არის გუნდური ფორმატი, ერთმანეთს ორი გუნდი ეთამაშება.

► თითოეულ გუნდს მაქსიმუმ 6 მოთამაშეა.

► მატჩი დაყოფილია სეტებად.

► თითოეულ სეტში არის წინასწარ განსაზღვრული დევნების რაოდენობა (როგორც წესი 10-16 სეტში).

► თითეულ დევნაში გამარჯვებული მოთამაშე რჩება ასპარეზზე, როგორც მორბენალი. წაგებულ მოთამაშეს კი ცვლის მისი თანაგუნდელი, როგორც მდევარი. 

► რომელი მოთამაშეც გაცდება საზღვრებს, ის წაგებულად ცხადდება კონკრეტულ დევნაში. 

► თუ მოთამაშე 20 წამის განმავლოვაში შეძლებს გაქცევას მდევრისგან, მის გუნდს 1 ქულა ერიცხება სეტში. 

► როცა სეტში წინასწარ შეთანხმებული დევნების რაოდენობა ამოიწურება, სეტს იგებს ის გუნდი, რომელსაც მეტი ქულა ექნება იმ დროისთვის. 

► დაჭერის დროს მხოლოდ ხელით უნდა შეეხოთ მეტოქეს. არ შეიძლება ფეხით შეხება.

► აკრძალულია საშიში მოძრაობები, რომლებიც განსაზღვრულია წესებით.

CHASE TAG - MULTIPLAYER

► ამ თამაშში თითეულ მატჩში 4 მოთამაშე მონაწილეობს. 

► მატჩი 4 40-წამიანი რაუნდისგან შედგება.

► გამარჯვებულად ითვლება ის მოთამაშე, რომელიც საერთო ჯამში ყველაზე ნაკლებ დროში ჩაეტევა, მეტოქეების დაჭერაში.

CHASE TAG - TEAM MATCHPLAY

► ყოველ გუნდში 5 მოთამაშეა.

► თამაში რაუნდებისგან შედგება.

► თითო რაუნდში 2 20-წამიანი დევნაა. ჯერ ერთი მოთამაშეა მდევარი, მერე მისი ოპონენტი. გამარჯვებული ისაა, რომელიც მეტოქეს ნაკლებ დროში დაიჭერს. ფრის შემთხვევაში არც ერთ გუნდს არ ერიცხება ქულა.

► თითოეულ დევნაში გამარჯვებული გუნდს ქულას მოუტანს. 

► განსაზღვრული რაუნდების შემდეგ ის გუნდი იგებს, რომელსაც მეტი ქულა აქვს. 

CHASE TAG - SINGLES MATCHPLAY

► მატჩში ორი მოთამაშე მონაწილეობს.

► იგებს ის ვინც პირველი მიაღწევს 10 ქულას, თან ის მეტოქეს 2 ან მეტი ქულით უნდა უსწრებდეს.

► მატჩი რაუნდებისგან შედგება.

► მოთამაშე 20 წამის განმავლობაში მეტოქის დაჭერისთვის ქულას იღებს.

► მოთამაშე დამატებით ქულას რაუნდის მოგებისთვის იღებს.

CHASE TAG - SINGLES WINNER-STAYS-ON

► თამაშობს 2 და მეტი მოთამაშე.

► მატჩი წინასწარ განსაზღვრუი დროის ან რაუნდების რაოდენობისგან შედგება.

► ყოველი რაუნდი 20 წამს გრძელდება ან მანამ, სანამ მდევარი არ დაიჭერს გაქცუელს.

► გამარჯვებული მოთამაშე თამაშში რჩება მდევრის როლში.

► ქულებს აგროვებს ის მოთამაშე, რომელიც წარმატებით გაექცევა მეტოქეს.

► დროის ან რაუნდების რაოდენობის გასვლის შემდეგ იმარჯვებს ის მოთამაშე, რომელსაც მეტი ქულა დაუგროვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები