Thumbnail
  • სავარაუდო მეტოქეები 2020 წლის მარტის პლეი ოფის ნახევარფინალში
  • კოსოვოს საკითხი

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა D ლიგა ტრიუმფით დაასრულა - პირველ ჯგუფში 6 მატჩიდან 16 ქულა დააგროვა (მხოლოდ 2 ქულა დაკარგა), 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. 

ამით ვლადიმირ ვაისის გუნდმა გაინაღდა: 1. გაისად C ლიგაში თამაში, 2. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო წილისყრაში მე-4 კალათში ყოფნა, 3, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ნახევარფინალში თამაში, 4. იმ ნახევარფინალის მასპინძლობა. 

საქართველომ D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ამიტომაც ის უნდა დაუპირისპირდეს ოთხი ჯგუფიდან ისეთის გამარჯვებულს, რომელსაც ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. მაკედონია მეორეა და მასაც განაღდებული აქვს ნახევარფინალის მასპინძლობა. რჩება ბელარუსი (14 ქულა) და უცნობი გუნდი მე-3 ჯგუფიდან. 

20 ნოემბერს ამ ჯგუფში გადამწყვეტი მატჩია - კოსოვო მასპინძლობს აზერბაიჯანს. ფრე და მოგება მასპინძლებს აწყობთ, აზერბაიჯანელებს პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვება მოუტანს. 

მაშ რომელი გუნდი იქნება ჩვენი მეტოქე? 

1. თუ აზერბაიჯანი მოიგებს ეს გუნდი აუცილებლად აზერბაიჯანი იქნება.

2. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, ეს გუნდი აუცილებლად კოსოვო იქნება.

3. თუ კოსოვო მოიგებს - კოსოვოც 14 ქულას აგროვებს, რამდენიც ბელარუსს აქვს. ბელარუსს ბურთებში სხვაობა +10 აქვს (10:0). კოსოვოს ამჟამად +9 აქვს (11:2). მოგება იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე +10 მაინც გაუხდება და მეტი გატანილი გოლის წყალობით, კოსოვო გადაასწრებს ბელარუსს. შესაბამისად, ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები იქნება.

კოსოვო და საქართველო

და ერთიც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოსოვოს შევხვდებით? ამ ქვეყანას საქართველო არ აღიარებს. ბევრი შიშობს, რომ ნახევარფინალში დაბევებულ მასპინძლის უფლებას ვკარგავთ და ნეიტრალურზე მოგვიწევს თამაში, თუმცა ასე არ არის, უკვე იყო პრეცენდენტები, რომ კოსოვოს გუნდებს საქართველოში უთამაშიათ.    

 

კომენტარები

ბოლო ამბები