Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინმა ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა იჩინოჯო იორიკირით დაამარცხა
  • გაგამარუ ბაშოზე ისვენებდა

წლის უკანასკნელ სუპერტურნირზე, კიუშუს ბაშოზე ორი მესამედი მიილია, დასავლეთის ოძეკის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მიზანი მხოლოდ დადებითი ბალანსია. მე-10 დღეს ქართველი სუმოისტი მონღოლ სეკივაკე იჩინოჯოს შეხვდა, რომელიც ყველაზე მძიმე სეკიტორია. ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა და ბალანსი გაუნულდა - 5-5.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუა. ამ სუმოისტთან ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი აქვს - 5:2. 

 

გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მაკუშიტას დივიზიონის პირველი ნომერია. მას 3-2 ბალანსი აქვს და ერთი მოგება აშორებს დადებით ბალანსს, ის ამჯერად, ისვენებდა. ხვალ გაგამარუ ერთი დღით ჯურიოს დივიზიონში იჭიდავებს (მეორედ ამ ტურნირზე). მისი მეტოქე ჯურიოს მე-13 ნომერი გოკუშინდო იქნება. 

ბაშოს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს კომუსუბი ტაკაკეიშო, მას 9-1 ბალანსი აქვს. მას კვალში 4 სუმოისტი უდგას, მათ შორის ოძეკი ტაკაიასუ.

კიუშუ ბაშო. X დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ გოეიდო ⚫ ასანოიამა (უვატენაგე)

⚪ ტაკაიასუ ⚫ ჩიოტაირიუ (იორიკირი)

⚪ ტოჩინოშინი ⚫ იჩინოჯო (იორიკირი)

⚪ შოდაი ⚫ მიტაკეუმი (ოშიდაში)

⚪ ტამავაში ⚫ კაისეი (ოშიდაში)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ ჰოკუტოფუჯი (ოშიდაში)

⚪ ნიშიკიგი ⚫ მიოგირიუ (კოტენაგე)

ლიდერები

9-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

8-2 ტაკაიასუ (ოძეკი)

8-2 დაიეიშო (მაეგაშირა 9)

8-2 აოიამა (მაეგაშირა 12)

8-2 ონოშო (მაეგაშირა 13)

იჩინოჯო V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მე-10 რაუნდი

იჩინოჯო V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მე-10 რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები