Thumbnail
  • ჰოლანდია ერთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს
  • გერმანელებმა ორბურთიანი უპირატესობა ბოლო 6 წუთში გაანიავეს

გერმანიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჰოლანდიას საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ერთა ლიგის ბოლო ტურში მასპინძლები მოტივაციის გარეშე თამაშობდნენ. ისინი წინა ტურში B ლიგაში გავარდნენ და მომავალ სეზონში ეცდებიან დაბრუნებას. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მიუხედავად მოტივაციის არქონისა, გერმანელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. მე-9 წუთზე გნაბრის გადაცემით ტიმო ვერნერმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

ვერნერი 9'

ტიმო ვერნერის გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში

ტიმო ვერნერის გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018

გერმანელებმა მეორე გოლი 10 წუთში გაიტანეს. ლეროი სანემ მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

სანე 19'

ლეროი სანეს გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში

ლეროი სანეს გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018

ლიოვის ნაკრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ჰოლანდიას კი პირველ ნახევარში მომენტი არ ჰქონია.

შეხვედრის მეორე ტაიმში მინდორზე თომას მიულერი შემოვიდა, რომელმაც გერმანიის ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

მიულერს 100 მატჩში 38 გოლი და 36 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ჰოლანდიამ თამაში ბოლო ექვს წუთში შემოატრიალა. 84-ე წუთზე ქუინსი პრომესის ლამაზი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შემცირდა

პრომესი 84'

ქუინსი პრომესის გოლი გერმანიის ნაკრების კარში

ქუინსი პრომესის გოლი გერმანიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018

სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთზე გაათანაბრეს. შეტევაში წასულმა ვან დაიკმა წონასწორობა აღადგინა და ჰოლანდია ერთა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა, სადაც მასთან ერთად პორტუგალია, შვეიცარია და ინგლისი ითამაშებენ.

ვან დაიკი 90'

საოცრება, ჰოლანდიის ნაკრების ქამბექი!

ვან დაიკის გოლი გერმანიის ნაკრების კარში და ჰოლანდია პლეი ოფში გავიდა

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები