Thumbnail

'გიორგი ჩაკვეტაძე ვერ გავაჩერეთ!' - ყაზახების მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები ჯგუფის გამარჯვებულია
  • ყაზახეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა

ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, დინამო არენაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა, 2:1. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში მასპინძელი იქნება. ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა საქართველოსთან მატჩი მოკლედ შეაფასა...

სტანიმირ სტოილოვი (ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი):"კარგი მატჩი იყო, რომელშიც ორივე გუნდმა წარმოაჩინა თავი. სწორად შენიშნეთ, რომ ჩვენ მცველებს უჭირდათ გიორგი ჩაკვეტაძის გაჩერება. ფაქტია, რომ ვერ ჩაკეტეს და მანაც შექმნა გოლები. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვნახეთ საქმეში, რომლებსაც აქამდე მცირე სათამაშო დრო ეძლეოდათ. გვყავდა დებიუტანტებიც.  

გუშინდელ პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრები კლასით უფრო მაღალი დონის გუნდია და დამსახურებულად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. რაც მეტი იქნება ასეთი მატჩი ძლიერ გუნდებთან, მით უკეთესი ჩემი ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც დიდი გამოცდილება მიიღეს".

გიორგი ჩაკვეტაძის დრიბლინგი

კომენტარები

ბოლო ამბები