Thumbnail

ბლატერზე უარესი? ინფანტინო ცეცხლს ეთამაშება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანი ინფანტინო საყოველთაო კრიტიკის ობიექტია
  • ფიფას პრეზიდენტს ფეხბურთის გაყიდვაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ისევ კრიტიკის ქარცეცხლშია. ლიცენზიებისა და ტურნირების უფლებების გაყიდვასთან დაკავშირებული გეგმების გამო მას უკვე ყველა აკრიტიკებს - ვისაც არ ეზარება.

ფიფას ყოფილი რეფორმატორი მარკ პითი მიიჩნევს, რომ ინფანტინოს იდეები და გეგმები ფეხბურთს კარგს არაფერს მოუტანს. “დიქტატორმა ჯერ ფიფაში ძალაუფლება მოიპოვა, ახლა კი უნდა, რომ ფიფას ფინანსებიც ხელში ჩაიგდოს. მან თვით ბლატერის ქმედებებსაც კი გადააჭარბა,” - აცხადებს ანტიკორუფციული ექსპერტი “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგთან” ინტერვიუში.

ბლატერის სკანდალურ წლების შემდეგ სწორედ პითმა ჩამოაყალიბა რეფორმის კონცეფცია, რომელიც, ექსპერტების აზრით, ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ინფანტინოსადმი კრიტიკამ მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა მისი გეგმის შესახებ, რაც რეფორმირებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის უფლებების 25 მილიარდ დოლარად გაყიდვას გულისხმობს. ამ გეგმაში შედის ახალი, გლობალური ერთა ლიგის შექმნაც და სხვადასხვა ლიცენზიებისა, თუ მომავლის ტურნირების უფლებების გაყიდვაც.

ინფანტინოს გეგმებს თვით ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, არაერთ სკანდალში გახვეული ზეპ ბლატერიც გამოეხმაურა: “ფიფამ ფეხბურთი არ უნდა გაყიდოს! დროა, ფიფას წევრები ჩაერიონ! გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ეს უკვე გააკეთა,” - დაწერა ბლატერმა “ტვიტერზე”.

კომენტარები

ბოლო ამბები