Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და გენტის 19 წლის შემტევი იტალიურ რომასაც სურს
  • ქართველის ტრანსფერი რომაელებს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ

გიორგი ჩაკვეტაძე რომას ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. როგორც calciomercato იუწყება, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის 19 წლის შემტევი ნახევარმცველის დამატება, რომლის გადაბირება ბარსელონას და კიდევ რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს, სერია A-ს კლუბს ამ ზამთარს სურს.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის განხორციელებით, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, დაინტერესებული რომაული კლუბის სპორტული დირექტორი მონჩია. რომაელები ჩაკვეტაძეს დიეგო პეროტის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც "ჯალოროსი" შესაძლოა ამ ზამთარს დატოვოს.

იტალიურ მედიაში იწერება, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე თვალი, ბარსელონას გარდა, მადრიდის რეალს, დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნსაც უჭირავთ. ასევე დაიწერა უკრაინული შახტარის, ინგლისური ბორნმუთისა და ტოტენჰემისგან ინტერესზეც.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდის სკაუტები ქართველი ტალანტის თამაშის სანახავად უეფას ერთა ლიგაში, ანდორა-საქართველოს შეხვედრას (1:1) დაესწრნენ და კმაყოფილები დარჩნენ - გიორგიმ იმ მატჩში გოლიც გაიტანა. მოგვიანებით FOX Sports-მა დაწერა, რომ კატალონიურმა კლუბმა გენტთან თათბირი უკვე დაიწყო და მზადაა ამ ზამთარს ტრანსფერში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის დინამოს აღზრდილია. ფეხბურთელი გენტში 2017 წლის ზაფხულში, 1,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ჩაკვეტაძემ ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩში ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 6 მატჩში 4 გოლია. 

დღეს გიორგი ჩაკვეტაძე და საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ბოლო მატჩში ყაზახეთს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები