Thumbnail
  • ⚽ საქართველო V ყაზახეთი 📅 ორშაბათი ⌚ 21:00 📺 პირველი არხი
  • ვლადიმირ ვაისმა 11-ეული შეარჩია

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს:

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი - კანკავა (კაპიტანი), კვეკვესკირი - ჩაკვეტაძე, გვილია, მერებაშვილი - ყაზაიშვილი

როგორც ხედავთ, ვაისმა ანდორასთან 1:1 დასრულებული მატჩისგან განხსვავებით ცვლილებები განახორციელა. ზოგი ცვლილება იძულებითი ხასიათისაა, რადგან ტრავმების გამო ნავალოვსკი, კიტეიშვილი და არაბული გამოგვაკლდნენ. ნავალოვსკი ფლანგზე ლაშა დვალმა შეცვალა. წინ ცრუფორვარდით ვითამაშებთ - ვაკო ყაზაიშვილი წინ წაიწია. შუა ხაზში გიორგი მერებაშვილის ადგილიც ამის გამო გაჩნდა.

გარდა ამისა, ვაისმა დაცვის ცენტრში კაშია-კვერკველიას დუეტი დააბრუნა, ხოლო საყრდენად ტრავმამოშუშებული კაპიტანი ჯაბა კანკავა დაგვიბრუნდა. ჯამში ანდორასთან მატჩისგან განსხვავებით 11-დან 5 შეიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. 

🏟 'დინამო არენა' დღეს სავსე იქნება! ⚽ ყაზახეთთან მატჩის წინ რა მოლოდინი გაქვს?

Posted by popsport on ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018

რას მოუტანს საქართველოს ნაკრებს ყაზახეთის დამარცხება

კომენტარები

ბოლო ამბები