Thumbnail

ჯუზეპე მაროტა ინტერში გადაწყვეტილია - კონტრაქტი უახლოეს დღეებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვეს ყოფილმა გენდირექტორმა ნერაძურის პრეზიდენტს ჩინეთში ჩააკითხა
  • კონტრაქტის გაფორმებამდე შესათანხმებელი მხოლოდ მცირე დეტალები დარჩა

იუვენტუსის ყოფილი გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში მილანის ინტერთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ იტალური მედია იუწყება, რომლის ცნობით, მაროტა ამჟამად ჩინეთში იმყოფება, სადაც კლუბის პრეზიდენტ სტივენ ჩჟანგთან შეხვედრებს მართავს.

როგორც ირკვევა, მაროტამ ჩჟანგთან მილანურ კლუბში თავის როლზე უკვე ისაუბრა და ახლა მხარეებს შესათანახმებელი მხოლოდ დეტალებიღა დარჩათ.
 
ის, რომ ფუნქციონერი შესაძლოა მილანის ინტერში დაინიშნოს, ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, მაროტა მილანური კლუბში სპორტულ მხარეს უხელმძღვანელებს, თანამდებობაზე კი 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. 

ჯუზეპე მაროტა იუვენტუსში 2010 წლიდან მუშაობდა, თანამდებობა კი ოქტომბერში დატოვა. ტურინული გრანდისთვის ეს პერიოდი უაღრესად წარმატებული იყო - იუვე შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (ორივე წააგო). მანამდე მაროტამ ექვსი წლის განმავლობაში სამპდორიაში იმუშავა (2004-10 წლებში).

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაროტას მიწვევით ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედიც იყვნენ დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები