Thumbnail

საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე აღზევდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რეიტინგის მერვე ადგილი მომდევნო ტურნირებში უკეთესი წილისყრის გარანტიაა
  • ეს გუნდს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრას გაუადვილებს

პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რვა საუკეთესო გუნდშია. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში, საქართველოს ნაკრებს 200 ქულა აქვს და უკან მოიტოვა საფრანგეთის უძლიერესი გუნდი. რეიტინგის მერვე ადგილი მომდევნო ტურნირებში უკეთესი წილისყრის გარანტიაა, რაც წარმატების შანსს ზრდის და მთავარ მიზანს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდით ასპარეზობას აახლოებს. 

ინდივიდუალურ რეიტინგში, ორი საფეხურით დაწინაურდა და 23-ე ადგილზეა სანდრო ბაზაძე. ორი ადგილით უკან ჩამოიწია ბექა ბაზაძემ და ამჯერად 59-ეა, შვიდი პუნქტით გაუარესდა მიხეილ მარდალეიშვილის პოზიცია და ამჯერად მე-80 ადგილზეა. წინა სეზონის შემდეგ, ერთბაშად 32 ადგილით წინ წაიწია ვაჟა რეჭიამ და 209-ე ადგილს იკავებს. 

ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები