Thumbnail

36 წლის მეკარემ ინდოეთს საკუთარი ნახევრიდან გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იორდანიის ნაკრების მეკარემ ინდოეთს კარიდან კარში გაუტანა
  • ამერ შაფიმ კარიერაში მეორე გოლი გაიტანა

იორდანიის ეროვნულმა გუნდმა სანაკრებო პაუზის დროს ინდოეთს უმასპინძლა და ამხანაგური მატჩი გამართა. მასპინძლებმა მეტოქეს 2:1 მოუგეს და 2018 წლის მაისის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმეს.

ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ამხანაგური მატჩი, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგანაც 25-ე წუთზე იორდანიის მეკარემ ამერ შაფიმ მეტოქისთვის საკუთარი ნახევრიდან მოახერხა გოლის გატანა. შაფის კარიერაში ეს მეორე გოლია, მას თავისი გუნდის ალ ვიჰდატის მაისურითაც აქვს გოლი გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები