Thumbnail
  • ვლადიმირ პეტკოვიჩის ნაკრებმა ბელგიას 5 გოლი გაუტანა
  • შვეიცარიის ნაკრები პლეი ოფში გავიდა, ბელგია ჯგუფში ჩარჩა

შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა A ლიგის მე-2 ჯგუფის შეხვედრაში ბელგიას უმასპინძლა და 5:2 მოიგო. არადა, პირველი 17 წუთის შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, რომ შვეიცარიის ნაკრები პლეი ოფში გასვლას მოახერხებდა, რადგანაც ამ დროისთვის მასპინძლებს 4 გოლის გატანა სჭირდებოდათ მეტოქის კარში.

მე-4 წუთზე ედენ აზარის წამოწყებული შეტევა მისმა ძმამ თორგან აზარმა დაასრულა და ბელგია დააწინაურა.

თორგან აზარი 4'

ტორგენ აზარის გოლი შვეიცარიის ნაკრების კარში

ტორგენ აზარის გოლი შვეიცარიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

ბელგიამ მეორე გოლი 13 წუთში გაიტანა, თორგან აზარის დარტყმა იან ზომერმა ვერ მოიგერია და ბელგია ორი ბურთი გავიდა წინ.

თორგან აზარი 17'

ტორგენ აზარის დუბლი შვეიცარიის კარში

ტორგენ აზარის დუბლი შვეიცარიის კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

შვეიცარიის ნაკრებმა პირველი გოლი 26-ე წუთზე გაიტანა. რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანით მოახერხა ანგარიშში სხვაობის შემცირება.

რიკარდო როდრიგესი 26'

რიკარდო როდრიგესის გოლი ბელგიის ნაკრების კარში

რიკარდო როდრიგესის გოლი ბელგიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

მასპინძლებმა 31-ე წუთზე გაათანაბრეს. ბენფიკას შემტევმა ჰარის სეფეროვიჩმა წონასწორობა აღადგინა და შვეიცარიის ნაკრებს შანსი დაუბრუნა.

ჰარის სეფეროვიჩი 31'

სეფეროვიჩის გოლი ბელგიის ნაკრების კარში

სეფეროვიჩის გოლი ბელგიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ჰარის სეფეროვიჩმა შვეიცარია დააწინაურა და მასპინძლებს პირველი ტაიმი 3:2 მოაგებინა.

ჰარის სეფეროვიჩი 44'

სეფეროვიჩის დუბლი ბელგიის ნაკრების კარში

სეფეროვიჩის დუბლი ბელგიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

შვეიცარიამ მეორე ტაიმის 62-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა. ნიკო ელვედიმ თავური დარტყმით გაუტანა კურტუას და მასპინძლები ორი ბურთი გავიდნენ წინ. ეს შედეგი უკვე ვლადიმირ პეტკოვიჩის ნაკრებს აწყობდა.

ნიკო ელვედი 62'

ელვედის გოლი ბელგიის ნაკრების კარში - სიგიჟე შვეიცარიაში

ელვედის გოლი ბელგიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

ბელგიას გოლი სჭირდებოდა, მარტინესმა მინდორზე ბაჩუაი შეუშვა, თუმცა ამ ცვლილებამ თამაშის სურათი ვერ შეცვალა. სტუმრებმა ისევ გაუშვეს, სეფეროვიჩმა შეხვედრას წერტილი დაუსვა. ჰარისმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და შვეიცარიას 5:2 მოაგებინა.

ჰარის სეფეროვიჩი 84'

ბელგია, ნახვამდის!

სეფეროვიჩის ჰეთ-თრიკი ბელგიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on კვირა, 18 ნოემბერი, 2018

შვეიცარიის ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა, ამდენივე ქულა აქვს ბელგიას, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის გამო, შემდეგ ეტაპზე სწორედ შვეიცარიელები გავიდნენ.

A ლიგაში სამი ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. პლეი ოფში შვეიცარია, პორტუგალია და ინგლისი გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები