Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინი ლიდერთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა
  • გაგამარუს დადებითი ბალანსის განაღდებამდე მოგება აშორებს

წლის უკანასკნელ სუპერტურნირზე, კუნძულ კიუშუს ბაშოზე, რომელიც ფუკუოკაში იმართება, მე-9 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ერთპიროვნულ ლიდერ ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველმა სუმოისტმა ვერ შეძლო გამარჯვება, კომუსუბიმ ის ოშიტაოშის ილეთით დააგდო დოჰიოზე. ტოჩინოშინს 4-5 ბალანსი აქვს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი მძიმეწონოსანი სეკივაკე იჩინოჯოა. მასთან ქართველ სუმოისტს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს - 13:5.

მაკუშიტას დივიზიონში გავარდნილი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მაკუშიტას მე-4 ნომერ კაგამიუს შეხვდა და იორიტაოშის ილეთით დაამარცხა მეტოქე. ეს გაგამარუს მესამე გამარჯვება იყო ბაშოზე, მას 3-2 ბალანსი აქვს და ერთი მოგება აშორებს დადებითი ბალანსის დაბევებას. მაკუშიტას დივიზიონში ბაშოზე სუმოისტი 7 ბრძოლას მართავს. 

ტაკაკეიშო ერთადერთია, ვინც უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი. ლიდერს კვალში 4 სუმოისტი უდგას 7-7 გამარჯვებით და მათ შორის არის ოძეკი ტაკაიასუ. 

კიუშუ ბაშო. IX დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტაკაკეიშო ⚫ ტოჩინოშინი (ოშიტაოში)

⚪ გოეიდო ⚫ ჩიოტაირიუ (ჰიკიოტოში)

⚪ ტაკაიასუ ⚫ იოშიკაძე (ჰატაკიკომი)

⚪ რიუდენი ⚫ მიტაკეუმი (იორიკირი)

⚪ იჩინოჯო ⚫ შოდაი (ოშიდაში)

⚪ კაისეი ⚫ ტოჩიოძანი (კოტენაგე)

⚪ მიოგირიუ ⚫ ჰოკუტოფუჯი (იორიკირი)

ლიდერები

8-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

7-2 ტაკაიასუ (ოძეკი)

7-2 დაიეიშო (მაეგაშირა 9)

7-2 აოიამა (მაეგაშირა 12)

7-2 ონოშო (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები