Thumbnail
  • რეალი 104:71 გიპუსკოა
  • დუდა სანაძემ 25 წუთში 17 ქულა ჩააგდო, ბურჯანაძის ანგარიშზე 2 ქულაა

დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის გიპუსკოა ACB ლიგის მე-9 ტურში მადრიდის რეალს ესტუმრა და 33 ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 104:71. სამეფო გუნდმა ქართველების კლუბს ოთხივე პერიოდი მოუგო.

სანაძემ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და 17 ქულას მოუყარა თავი. დუდამ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა და 2 გადაცემაც დაუმატა. ბექა ბურჯანაძემ 18 წუთში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა, ბექამ ორი საჯარიმო ჩააგდო და ბურთი 5-ჯერ მოხსნა ფარიდან. სანაძემ ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ქულის ჩაგდება შეძლო.

გიპუსკოა ჩემპიონატში ბოლო, მე-18 ადგილზეა და მომდევნო ტურში ვალენსიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები